Sunday, June 21, 2015

სოფიო აბრამიშვილის პორტფოლიოს სანახავად  იხილეთ ბმული;
მე-9 დღე
პროექტის ბოლო დღე საინტერესო იყო..ვნახეთ ერთმანეთის პორტფოლიოები და გავაკეთეთ უკუკავშირი.
    შევაჯამეთ ტრენინგზე ნასწავლი მასალა.ტრენინგზე განვიხილეთ მოდულები.ვისაუბრეთ პროექტებით სწავლების ეფექტურობაზე.ვისწავლეთ მიმართულების საკვანძო კითხვების დასმა.შეფასებებზე.ფასილიტაციასა და საავტორო უფლებებზე.ვისწავლეთ ფოსტაზე სურათების ატვირთვა,კომენტარების გაკეთება. ბლოგის შექმნა და ბლოგზე ნავიგაცია-მასზე პრეზენტაციებისა და ნამუშევრების ატვირთვა.ვისწავლეთ ბროშურის დამზადება,ბუკლეტის შექმნა.
საერთო ჯამში ტრენინგი საინტერესო და მრავლის მომცემი იყო.
 მე-8 დღეს ვისაუბრეთ ფასილიტაციაზე,მასწავლებლის როლზე,როგორც ფასილიტატორზე.ვნახეთ ფასილიტაციის რესურსები.გავარჩიეთ შეფასების რუბრიკები და მოვარგეთ ისინი ჩვენს პროექტს.
მე-7 დღე
დღევანდელ ტრენინგზე ჩვენ ვნახეთ ასატვირთი მასალები-მოსწავლის ნიმუში,პრეზენტაცია, ბუკლეტი,განვიხილეთ და შევიტანეთ შესწორებები.განვიხილეთ შეფასებები,დავგეგმეთ პროექტისთვის საჭირო შეფასებები.ვისაუბრეთ დიფერენცირებულ სწავლებაზე.სსსმ მოსწავლის ჩართულობაზე სასწავლო პროექტში. 

Sunday, June 14, 2015

  მე-6 დღე
ვიმუშავეთ პროექტებში ინტერნეტის გამოყენებაზე.გავმართეთ დისკუსია თუ როგორ გამოვიყენებთ ინტერნეტს ჩვენს პროექტში კვლევის კოლაბორაციისა და კომუნიკაციისათვის.გავმართეთ მსჯელობა ინტერნეტის როლზე 21-ე საუკუნისა და მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებაში.ვიმსჯელეთ რატომ არის საჭირო,რომ მასწავლებელმა ჯერ თვითონ გააკეთოს მოსწავლის სავარაუდო ნიმუში,დავათვალიერეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომები. ვიმსჯელეთ,თუ როგორ გვეხმარება მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი,მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებზე პასუხის გაცემაში.დავგეგმეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომები.ვისწავლეთ გუგლ დრაივით პრეზენტაციის ატვირთვა ბლოგზე.

Saturday, June 13, 2015

ტრენინგის მე-5 დღე
დღევანდელი დღეც საინტერესო იყო.ვიმუშავეთ ბროშურებზე.განვიხილეთ  ერთმანეთის პროექტების გეგმები.განვიხილეთ შეფასებები,რომელიც პროექტში უნდა გამოვიყენოთ.გავიხსენეთ პოუვერ პოინტში ფონისა და თექსტის დაყენება.განვიხილეთ,თუ რას ნიშნავს უკუკავშირის გაკეთება.ვისწავლეთ ტექსტში შეცდომის გასწორება.განვიხილეთ საავტორო უფლებები.
ნახვამდის.

Sunday, June 7, 2015

 ტრენინგის მე-4 დღე
დგესაც ბევრი ვიმუშავეთ.კვლავ ვისაუბრეთ განსახორციელებელ პროექტზე.განვიხილეთ ერთმანეთის პროექტები და მოვახდინეთ უკუკავშირი.ვისწავლეთ მაკრატლის გამოყენება.სურათების ამოჭრა და ჩასმა.განვიხილეთ შეფასების სტრატეგიები.როგორ უნდა შევაფასოთ მოსწავლეები პროექტზე მუშაობის დროს..
ძალიან დავიღალეეეეეეეეე

Sunday, May 31, 2015


ტრენინგის მე-3 დღე

 დგევანდელი ტრენინგი ძალიან საინტერესო იყო.გავარჩიეთ მე-2 მოდული. სადაც ნაჩვენები იყო პროექტებით სწავლების ეფექტურობა. ვისაუბრეთ დასაგეგმ პროექტზე.გავაკეთეთ კომენტარები ერთმანეთის სამომავლო პროექტებზე.როგორ შევუსაბამოთ მას სტანდარტი.გზის მიმცემი საკვანძო კითხვების დასმა.ვნახეთ განახლებული ბლუმის ტაქსონომია.ვისწავლეთ სურათების ჩამოტვირთვა და ბლოგზე ატვირთვა.კომენტარების გაკეთება სხვის ბლოგებზე.
ცოტა დავიგალეთ,მაგრამ სასიამოვნო დაღლა იყო. ნახვამდის!


ტრენინგის1-2 დღე

                             ტრენინგის პირველი-მეორე დღე

ტრენინგზე ჩვენ ვისაუბრეთ პროექტებით სწავლებაზე.განვიხილეთ ელექტრონული წიგნი.ვისწავლეთ მასში ნავიგაცია:შინაარსში სასურველი წინადადებების ჩანიშვნა,მნიშვნელოვან რამეზე ხაზის გასმა,ფერის მიცემა,კომენტარების გაკეთება,რაც ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის.ასევე ვისაუბრეთ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებზე და მათ გათვალისწინებას მიზნის დასახვის დროს.განვიხილეთ სტანდარტი.გავაკეთეთ პროექტის მონახაზი და შევუსაბამეთ იგი სტანდარტს.ვისწავლეთ ბლოგის შექმნა.მასში
ნავიგაცია.შეტყობინებების გაკეთება და გამოქვეყნება ბლოგში.განვიხილეთ სხვადასხვა პროექტები და დავსახეთ მის მიხედვი როგორ გავაკეთოთ პროექტის გეგმა.ვისწავლეთ,თუ როგორ დავამზადოთ ბროშურები,ბუკლეტები,ფლაერები,გაზეთები,ბიულეტინი,რაც დამეხმარება პროექტზე მუშაობის დროს კომუნიკაციაში.ტრენინგი საერთო ჯამში ძალიან საინტერესო და მრავლის მომცემი იყო.სასიამოვნო იყო ტრენერთან მუშაობა.გმადლობთ!ნახვამდის!