მე-6 დღე
ვიმუშავეთ პროექტებში ინტერნეტის გამოყენებაზე.გავმართეთ დისკუსია თუ როგორ გამოვიყენებთ ინტერნეტს ჩვენს პროექტში კვლევის კოლაბორაციისა და კომუნიკაციისათვის.გავმართეთ მსჯელობა ინტერნეტის როლზე 21-ე საუკუნისა და მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებაში.ვიმსჯელეთ რატომ არის საჭირო,რომ მასწავლებელმა ჯერ თვითონ გააკეთოს მოსწავლის სავარაუდო ნიმუში,დავათვალიერეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომები. ვიმსჯელეთ,თუ როგორ გვეხმარება მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი,მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებზე პასუხის გაცემაში.დავგეგმეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომები.ვისწავლეთ გუგლ დრაივით პრეზენტაციის ატვირთვა ბლოგზე.
No comments:
Post a Comment